სიახლეები

მოხარული ვართ, გაცნობოთ რომ, ევროკავშირის/იუნიკრის მიერ დაფინანსებული პროექტის რეგიონალური ტრენინგისბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორიული მენეჯმენტის რესურს ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში   ფარგლებში  დაგეგმილია პირველი ტრენინგი  მიმდინარე წლის 17-28 აგვისტოსათვის. ტრენინგი ჩატარდება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის სახელობის ლაბორატორის ბაზაზე. იხილეთ ლუგარის ცენტრის ლინკი.

პირველი სასწავლო კურსი - ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის ტრენინგი ბიოუსაფრთხოების ოფიცრებისა და ლაბორატორიის სპეციალისტებისთვის - არის 10-დღიანი კურსი ბიოუსაფრთხოების და ლაბორატორიების სპეციალისტებისათვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. მჟამად კურსი სრულად შევსებულია 30 დამსწრე პირით.

საერთაშორისო ექსპერტები, ისევე როგორც დავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალკვალიფიციური ბიოუსაფრთხოების სპეცილისტები, ჩაატარებენ ტრენინგის კურსს რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე დისკუსიებს პრაქტიკულ თემებზე  და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მოწვეული ტრენერები:

რომან ვოლფენი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბუნდერსვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანია

ტატიანა ნოვოსიოლოვა, მკვლევარი „Welcome Trust“ პროგრამის  ბრედფორდის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო.

იანუშ კოჩიკი, ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლონეთი.

ალექსანდრე მიხალსკი, ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი ვირუსოლოგი, პოლონეთი.

კურსის სრული დღის წესრიგი და თემატიკა იხილეთ ბმულზე  

ტრენინგის ლოჯისტიკური საკითხები ორგანიზებულია კურსის ადგილობრივი ორგანიზატორების მიერ და დაფინანსებულია პროექტის ფარგლებში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტრენინგები ემსახურება არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისათვის, არამედ გათვლილია სამომავლო ხანგრძლივ საერთაშორისო თანამშრომლობაზე რეგიონის და ევროპის ქვეყნებსა და დაწესებულებებთან.

ჩვენ მზად ვართ როგორც ჩვენი პირველი ტრენინგის, ასევე ბევრი სხვა ტრენინგების ჩასატარებლად. შემოთავაზებული ტრენინგების სრული კურსების სანახავად გადადით ბმულზე. თუ გაქვთ სურვილი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ტრენინგს დაესწროთ, დარეგისტრირდით სიახლეების მისაღებად ან მოგვწერეთ:  rtrc@ncdc.ge