ხშირად დასმული კითხვები
როგორ უნდა მოვხვდე ლუგარის ცენტრში?
-

ლუგარის ცენტრი მდებარეობს თბილისში, საქართველოში.

მისამართი: საქართველო, თბილისი, ნოვოალექსეევკა, კახეთის გზატკეცილი 3ა.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ეს არის დაცული დაწესებულება შეზღუდული დაშვებით. აუცილებელია შეავსოთ და და გააგზავნოთ ვიზიტორების დაშვების ფორმა (ჩამოტვირთეთ VAR Form) თქვენს მიერ დაგეგმილ ვიზიტამდე 4 სამუშაო დღით ადრე მაინც, აღნიშნულ მისამართზე:

n.modebadze@ncdc.ge; s.datukishvili@ncdc.ge

გაქვთ თუ არა  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ვიზიტორებითვის ხელსაყრელი გარემო?
- ლუგარის ცენტრი გათვლილია სავარძელში მყოფი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ვიზიტორებზე. გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ თუ გაქვთ რაიმე სპეციფიური საჭიროება ან კვების რეჯიმში შეზღუდვა (მაგ. ცელიაკიის დაავადება)
როგორია უსაფრთხოების და დაცვის მოთხოვნები? 
-

უსაფრთხოების და დაცვის მოთხოვნები აღწერილია ვიზიტორის დაშვების მოთხოვნის ფორმაში(VAR Form).

როგორ ვიმოგზაროთ თბილისში?
-

თბილისში ჩამოსვლა შესაძლებელია როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე რკინიგზის და ავტო ტრანსპორტის საშუალებით.

უფრო დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:

 

თბილისი საერთაშორისო აეროპორტის ვებ გვერდი:

http://www.tbilisiairport.com/en-EN/Pages/Main.aspx

 

საქართველოს რკინიგზის ვებ გვერდი:

http://www.railway.ge/?web=0&action=0&lang=eng

 

ავტობუსების განრიგის,  თბილისში მოძრაობის და სხვა ინფორმაციის შესახებ იხილეთ თბილისის გზამკვლევი შემდეგ მისამართზე:

http://www.info-tbilisi.com/usefulinfos/busroutes/

 

დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ:

http://georgia.travel/

რა სავიზო მოთხოვნებია საქართველოში მოგზაურობისათვის?
-

იხილეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებსაც სჭირდებათ ვიზა საქართველოში შემოსასვლელად

https://www.geoconsul.gov.ge/en/nonvisa_en.html

 

ვიზის განაცხადის შესავსებად იხილეთ:

 https://www.evisa.gov.ge/GeoVisa/

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი:

https://www.geoconsul.gov.ge/en/visaInformation
აუცილებელი ტელეფონის ნომრები:
-

სასწრაფო/გადაუდებელ შემთხვევებში დარეკეთ: 112

(პოლიცია, სამედიცინო დახმარება, სახანძრო სამსახური)

 

აეროპორტის საცნობარო სამსახური

+ 995 231 03 41,  231 04 21

Tbilisi Directory

თბილისის საცნობარო სამსახური - 118-09

რკინიგზის სადგური 133 1

 

ლუგარის ცენტრი

საკონტაქტო პირი: ncdc@ncdc.ge; info@rtrc.ncdc.ge

 

უცხოეთის საელჩოების საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ

http://www.info-tbilisi.com/usefulinfos/embassies/

თუ გჭირდებათ ოფიციალური მოსაწვევი წერილი საქართველოში ჩამოსასვლელად ან სამუშაო ადგილას წარსადგენად მიმართეთ: 
საკრედიტო ბარათები
-

ფართოდ გამოიყენება სასტუმროებში, მაღაზიებსა და რესტორნებში. ტაქსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მცირე ზომის მაღაზიებისათვის იქონიეთ ხელზე ლარი.

გაცვლითი კურსი იხილეთ:

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582&lng=eng

ამინდი
-

ადგილობრივი ამინდის პროგნოზი შეამოწმეთ:

www.amindi.ge 

ფოტო და ვიდეო გადაღება
-

ლუგარის ცენტრის ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. ჯგუფური ფოტოსესია ორგანიზებული იქნება კურსის ორგანიზატორების მიერ და ყველას მოგეწოდებათ გადაღებული ფოტოები.

კურსის სამუშაო ენა
-

კურსის სამუშაო ენა შესაძლებელია იყოს ქართული,რუსული ან/და ინგლისური ჯგუფის მიხედვით. ტრენინგის მასალების მოწოდება შესაძლებელია უმეტესად სამივე ენაზე.