BS&S

ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოება – მოიცავს კონტეინმენტის პრინციპებს, ტექნოლოგიებსა და ჩვევებს/პრაქტიკას, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიური აგენტებით შემთხვევით ექსპოზირების ან მათი შემთხვევითი გამოთავისუფლების თავიდან აცილების მიზნით.

ბიოლოგიური დაცვა (ბიოდაცვა) – ნიშნავს ბიოლოგიური აგენტების აღრიცხვას, კონტროლსა და დაცვას მათი დაკარგვის, არასწორი გამოყენების, დივერსიის, არასანქცირებული წვდომის ან წინასწარგანზრახული არასანქცირებული გამოთავისუფლების თავიდან აცილების მიზნით.

ბიოლოგიური საფრთხე (ბიოსაფრთხე) – მავნე ზემოქმედების პოტენციური წყარო, რომლის  გამომწვევია ბიოლოგიური აგენტი (პატოგენი).

რისკი – ზიანის განხორციელების და მისი სიმძიმის ალბათობათა ერთობლიობა.

ბიოლოგიური რისკის (ბიორისკის) მართვის სისტემა – დაწესებულების მართვის სისტემის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ბიორისკის მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად და დასანერგად. ბიორისკის მართვის სისტემა მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, დასაგეგმ მოქმედებებს (მათ შორის რისკის შეფასებას და მიზნების განსაზღვრას), პასუხისმგებლობებს, პრაქტიკულ მეთოდებს, პროცედურებს, პროცესებსა და რესურსებს.

მიკროორგანიზმი(მიკრობი) - ორგანიზმები, რომელთა რიცხვში შედის ყველა პროკარიოტული (ეუბაქტერია და არქებაქტერიები) ორგანიზმი და ეუკარიოტული ორგანიზმების (პროტოზოა, მიკროსკოპული სოკოები და წყალმცენარეები, ცხოველებიდან - როტიფერასა და პლანარიას წარმომადგენლები) ნაწილი და ასევე ვირუსები, მიუხედავად მათი არაუჯრედული სტრუქტურისა.

განსაკუთრებით საშიში პათოგენი პათოგენი, რომელსაც აქვს ადამიანსა და ცხოველში მძიმე დაავადების გამოწვევის და პოპულაციაში გავრცელების უნარი, შეუძლია მძიმე ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას

სისხლით გადაცემადი პათოგენები (სგპ)ნებისმიერი პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც გვხვდება ადამიანის სისხლში ან სხვა პოტენციურად ინფექციურ მასალაში და შეუძლია ადამიანის დაინფიცირება და/ან დაავადების გამოწვევა, მათ შორის: B და C ჰეპატიტების და ადამიანის იმუნოდეფიციტის (HIV) ვირუსები.

ტოქსინი - ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, ცხოველებსა და/ან მცენარეებზე.

კონტეინმენტი – ნიშნავს განსაზღვრულ ლაბორატორიულ ან დაწესებულების ერთეულში უსაფრთხო მეთოდებით კონტროლორებად გარემოს, სადაც დაწესებულების თანამშრომლის, პაციენტის, სხვა პერსონალის და გარემოს ინფექციური აგენტით ექსპოზირების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. კონტეინმენტის ელემენტებია: ლაბორატორიული ჩვევა/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხო აღჭურვილობა და შენობის დიზაინი.

ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო - წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციებით გათვალისწინებული ბიოუსაფრთხოების წესებისა და პროცედურების ნაკრებს და აღწერს ორგანიზაციის პოლიტიკას ბიოუსაფრთხოების კუთხით.

სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (სოპ) კომპეტენტური პირებისათვის ერთგვაროვანი (სტანდარტული) გზით განსახორციელებელი, დაწესებულების მიერ დამტკიცებული და დანერგილი დოკუმენტი, რომელიც არის კონკრეტული ფუნქციის, დავალების, პროცესისა თუ მეთოდის დეტალური ინსტრუქცია.

ბიოუსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი (ბიოუსაფრთხოების ოფიცერი) – პირი, რომელსაც აქვს ექსპერტული ცოდნა დაწესებულებაში არსებული ბიოსაფრთხის საკითხებში, რომელიც ხელმძღვანელობს დაწესებულებაში არსებულ ბიოუსაფრთხოების პროგრამას და მენეჯმენტთან ერთად მონაწილეობს ბიორისკის მართვაში.

ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეფინიციები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო და  CWA სტანდარტზე დაფუძნებით