ჩვენს შესახებ

ხედვა

ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მისია

რეგიონური ტრეინინგის  და რესურს ცენტრის (RTRC) მისიას წარმოადგენს ბიოლოგიური მასალაზე, და მათ შორის, ინფექციურ აგენტებზე მომუშავე მკვლევარების, ლაბორატორიის და კლინიკის მენეჯერების, ექიმების/ექთნების და ტექნიკური პერსონალის მომზადების უზრუნველყოფა  ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის საკითხებში  ევროკავშირის და საერთაშორისო უახლესი სტანდართების შესაბამისად.

  -ტრენინგ ცენტრის პროგრამები ამ ეტაპისათვის გათვლილია საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის ტერიტორიაზე ინფექციურ პათოლოგიებზე მომუშავე პირებზე.


ჩვენს შესახებ

RTRC ჩამოყალიბდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის ბაზაზე.

დკსჯეც-ის ქსელში ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური, მოლეკულური ბიოლოგიის და ზოოენტომოლოგიური ლაბორატორიები; გენომის ცენტრი და ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავი. ლუგარის ცენტრში შესაძლებელია სამუშაოების ჩატარება როგორც ბიოუსაფრთოოების მე-2, აგრეთვე ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში.

RTRC ბაზაზე  ხორციელდება ინფექციური დაავადებების გამომწვევებთან მომუშავე  პერსონალის უსაფრთხო მუშაობის უნარებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბება. სატრენინგო პროგრამები გათვლილია ბიოუსაფრთხოების ოფიცრების, ლაბორატორიის მუშაკების, ტექნიკური, სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგებისა და მმართველი რგოლის გადამზადებაზე, რათა ქვეყნის და რეგიონის დონეზე წარმატებით განხორციელდეს ბიორისკების მართვა და შესაბამისად, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც გლობალურ ჯანმრთელობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.

ტრენინგ ცენტრის პროგრამები შექმნილია სამხრეთ კავკასიის რეგიონის საჭიროებების ანალიზსა და ევროკავშირის და საერთაშორისო ბიოუსაფრთოების და ბიოდაცვის პრინციპებზე დაფუძნებით.

ცენტრი დაკომპლექტებულია მრავლწლიანი გამოცდილების და პრაქტიკის მქონე  თანამშრომლებით და მოწვეული ექსპერტებით, რომელებიც მზად არიან მსმენელებს მიაწოდონ არა მარტო უახლესი თეორიული ცოდნა ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის კუთხით, არამედ გაუზიარონ გამოცდილება, დაეხმარონ ლაბორატორიაში და ველზე მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

ტრენინგ ცენტრის მატერილურ ტექნიკური ბაზა:

დიდი და მცირე სასწავლო აუდიტორიები, ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისად სრულად აღჭურვილი ტრენინგ ლაბორატორია პრაქტიკული ტრენინგებისათვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და ექნება საშუალება საჭიროების შემთხვევაში მენტორისგან მიიღოს პრაქტიკული რჩევები და კონსულტაცია ტრენინგის დასრულების შემდეგ.

ჩვენ მზად ვართ თქვენთან წარმატებული სამუშაო ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის.