მოგესალმებათ რეგიონული ტრენინგ რესურს ცენტრი (RTRC)
ბიოუსაფრთოების და ბიოდაცვის რეგიონული ტრენინგ-რესურს ცენტრი შექმნილია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის/ლუგარის ცენტრის ბაზაზე, საქართველოში, და მიზნად ისახავს, რომ გახდეს მდგრადი რეგიონული სასწავლო და რესურს ცენტრი საჯარო, კერძო, აკადემიური და სამთავრობო უწყებებისათვის სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა წარმოშობის ინფექციური აგენტებით გამოწვეული დაავადებების და აფეთქებების აღმოჩენაზე, ანალიზზე, შესწავლასა და რეაგირებაზე. ცენტრის მისიის განხორციელებას ხელს უწყობს ევროპული და დასავლეთის სხვა მოწინავე ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებიის და პარტნიორული თანამშრომლობის გამყარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და პროექტების ეფექტურად განხორციელების გზით.

 
რეგიონული ტრენინგ-რესურს ცენტრი არის პირველი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის (BS&S) ტრენინგებს. ინფრომაცია ტრენინგებისა და საცნობარო მასალების შესახებ
. მასალა თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე, რათა ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული მეცნირებისა და ლაბ. თანამშრომლებისათვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინსტიტუტებისათვის.

სამხრეთ კავკასიის დაავადებების ეპიდზედამხედველობის და ბიოლოგიური თავდაცვის სახელმწიფო სისტემებს, ისევე როგორც კერძო სექტორს, სჭირდებათ მომზადებული კადრები ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სფეროში: ექსპერტები და გამოცდილი ლაბორატორიული მენეჯერები. მომზადებული კადრები საჭიროა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის და ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებშიც. ცენტრი, ასევე, გახდება სასწავლო-სატრენინგო რესურსი იმ უწყებებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვასა და რეაგირებაში.

RTRC-ის მთავარი მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს ძლიერი ლაბორატორიული მართვის სტრუქტურის შექმნას საქართველოში და რეგიონში, ლაბორატორიული პერსონალისთვის ბიორისკის შეფასების და მართვის, და ასევე, კარგი ლაბორატორიული მართვის ცოდნისა და უნარების შესაძლებლობების გაძლიერებით და უკეთ ინტეგრირებით CBRN ქსელში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიორისკების შემცირების სისტემის მდგრად განვითარებას, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის სისტემის მდგრადობას საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში.